აუთსორსინგული ქოლცენტრი – ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი

 

 

KCall გთავაზობთ შიდა საკომუნიკაციო ქსელის გამართვას, როგორც თანამშრომლებთან, ასევე მომხმარაგებლებთან და პარტნიორებთან. ჩვენი ტექნოლოგიური პლატფორმის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ორგანიზაციის დამოუკიდებელი და ფუნქციური განყოფილება, რომელიც თქვენი ბიზნესის ნებისმიერ მოთხოვნასა და საჭიროებაზე იქნება მორგებული. ამ პროცესების აუთსორსზე გატანისას, თქვენ დაზოგავთ ტექნიკური აღჭურვილობისთვის საჭირო თანხას, ახალი კადრების აყვანისა და მათი გადამზადების ხარჯებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გააუმჯობესებს კომპანიის პროდუქტიულობასა და მომსახურების ხარისხს.

 

  • ქოლცენტრი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენება (ტელეფონი, ელ.ფოსტა, სოციალური მედია)
  • ქოლცენტრი 24x7x365 მხარდაჭერა
  • ქოლცენტრი ინტერაქტიული ზარები/ გამისამართებები
  • ქოლცენტრი ავტო ინფორმატორი (IVR)
  • ქოლცენტრი კლიენტთან ურთიერთობის სისტემები (CRM)
  • ქოლცენტრი მრავალენოვანი მხარდაჭერა
  • ქოლცენტრი მაღალკვალიფიციური ოპერატორები
  • ქოლცენტრი რეგულარური ტრენინგები ოპერატორებისთვის
  • ქოლცენტრი ქოლ ცენტრის ონლაინ მონიტორინგი, ანალიზი და სტატისტიკა
  • ქოლცენტრი მონაცემთა დაცულობა და მაქსიმალური კონფედენციალურობა

 

ჩვენი სერვისები

 

შიდა ტექნიკური ხაზი

აუთსორსინგზე ქოლ ცენტრის გატანა დაგეხმარებათ ყველა ტექნიკური პრობლემის შესახებ ინფორმაციის დროულ მიღებაში, დამუშავებაში და ტექნიკური ჯგუფის მაქსიმალურად უმოკლეს დროში ინფორმირებაში. თანამშრომლებთან ურთიერთობას წარმართავენ პროფესიონალები, ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ტექნიკური მხარდაჭერით.

ცხელი ხაზი

მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის არჩევისას, ცხელი ხაზი საუკეთესო ვარიანტია. აუთსორსინგული ქოლცენტრი KCall გთავაზობთ ცხელი ხაზის მომსახურებას მათ, ვისაც სურს მუდმივად კავშირზე იყოს კლიენტთან. თქვენი მომხმარებლები 24/7 შეძლებენ მიიღონ საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ დროსა და ადგილას. ჩვენი დისტანციური ქოლცენტრის პროფესიონალი ოპერატორები გასცემენ პასუხს თქვენი მომხმარებლის დასმულ ყველა შეკითხვას, დაეხმარებიან შეკვეთის გაფორმებაში ან რაიმე სხვა მომსახურებაში. არ დატოვო არცერთი უპასუხო ზარი.t.

პროცესების ანალიზი და რჩევები

ქოლ ცენტრი კვლევების, ერთ სივრცეში დაგროვებული ინფორმაციისა და გამოცდილების საფუძველზე გაძლევთ რჩევებს, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს, რომელმა კამპანიამ გაამართლა, რომელს ჰქონდა ნაკლები შედეგი და ა.შ.