კომპანია K•Call აცხადებს ვაკანსიას კონტაკტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია K•Call წარმოადგენს პირველ 24/7 აუთსორსინგულ ქონტაქტ ცენტრს საქართველოში.
კომპანია „ქეი ქოლი“ საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს. დღეის მდგომარეობით ქეი ქოლი თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან და უწევს მათ სრული კონტაქტ ცენტრის მომსახურებას.
მოვალეობები:
- პარტნიორი კომპანიების არსებული პროდუქტის/მომსახურების შესწავლა;
- შემოსული ზარების მიღება და კომპეტენტური პასუხის გაცემა;
- ინფორმაციის მიწოდების/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება;
- სოციალურ ქსელებში შემომავალ შეტყობინებაზე/კომენტარებზე პასუხის გაცემა;
- CRM პროგრამაში ყველა კლიენტის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის ჩანიშვნა;
- პოტენციურ/აქტიურ მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაცია, პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიზაცია;
- აქტიურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა
- გამართული მეტყველება
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობა;
- დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველება და კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- სწრაფი ადაპტაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47
ანაზღაურება: ფიქსირებული 550-650 ლარი (დამოკიდებულია ცვლების რაოდენობასა და უცხო ენების ცოდნაზე) + ბონუსი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@kcall.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “Contact Center Operator”
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!