მარკეტინგის მხარდაჭერა

 

 

ნებისმიერი წარმატებული ღონისძიება ან კამპანია შეიძლება ნამდვილ წარუმატებლობად გადაიქცეს თუ ვერ გაუმკლავდებით მომხამრებელთა ზარებს და არ უზრუნველყოფთ მათ ინფორმირებას ნებისმიერ დროს. გამოტოვებული ზარები ზიანს აყენებს როგორც ბრენდის სახელს, ასევე სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ საშუალოდ მომხმარებლების 30%, რომლებსაც არ უპასუხეს თავის დროზე ან დიდხანს ელოდნენ პასუხს, დაკარგულად ითვლება, ისინი მეორედ აღარ რეკავენ ამ ნომერზე.

KCall დაგეხმარებათ მარტივად მოიპოვოთ მომხმარებელთა კეთილგანწყობა და ლოიალურობა.

ჩვენი სერვისები:

 

მარკეტინგული კამპანიებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა

ჩვენ ვუზრუნველყოფთ მარკეტინგული კამპანიებისა და ღონისძიებების 24/7 მხარდაჭერას როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე საკომუნიკაციო არხების საშუალებით, ისეთებით, როგორებიცაა: ელ.ფოსტა, შეტყობინებები, სოციალური მედია. ეს ყველაფერი კი იქნება იმის გარანტია, რომ კამპანიამ/ღონისძიებამ წარმატებულად ჩაიარა.

მომხმარებელთა ლოიალური პროგრამების დანერგვა/მხარდაჭერა

KCall–ის პროფესიონალი ოპერატორები უზრუნველყოფენ მუდმივ კომუნიკაციას და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კომპანიაში არსებული ლოიალური პროგრამების შესახებ, შესთავაზებენ სხვადასხვა მათთვის ხელსაყრელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით დაგეხმარებათ ახალი, უფრო საინტერესო პროგრამების დანერგვაში.