ნებისმიერი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ტელემარკეტინგი. იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი პროფესიონალების მიერ არის დაგეგმილი/განხორციელებული, მომხმარებლისთვის ეს არ იქნება მომაბეზრებელი ინფორმაცია, არამედ ისინი მადლობლები დარჩებიან, რომ მათი საჭიროებიდან გამომდინარე მიაწვდიან ოპერატორები ინფორმაციას. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი, თანამედროვე სისტემების მხარდაჭერითა და პროფესიონალი კადრების უზრუნველყოფით.
მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტური გზის არჩევისას ცხელი ხაზი საუკეთესო ვარიანტია. აუთსორსინგული ქოლ ცენტრი KCall გთავაზობთ ცხელი ხაზის მომსახურებას მათ, ვისაც სურს მუდმივად კავშირზე იყოს მომხმარებელთან. თქვენი მომხმარებლები 24/7 შეძლებენ მიიღონ საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ დროსა და ადგილას. ჩვენი დისტანციური ქოლ ცენტრის პროფესიონალი ოპერატორები გასცემენ პასუხს თქვენი მომხმარებლის დასმულ ყველა შეკითხვას, დაეხმარებიან შეკვეთის გაფორმებაში ან რაიმე სხვა მომსახურებაში. არ დატოვო არცერთი უპასუხო ზარი.
როგორ მოვიპოვოთ პოტენციური კლიენტის ლოიალურობა და წავახალისოთ თქვენი პროდუქციის / სერვისების გამოყენებისკენ? ჩვენ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. ჩვენი აუთსორსინგული ქოლ ცენტრის ტელემარკეტინგის პროფესიონალი გუნდი დაგეხმარებათ ამ ყველაფერში. ჩვენ სატელეფონო ზარის საშუალებით ვყიდით ეფექტურად, უპრობლემოდ, როგორც გამავალი ზარით, ასევე ხმოვანი შეტყობინებების საშუალებით. ამიტომაც არის KCall-თან თანამშრომლობა თქვენთვის სასარგებლო.
KCall–ის ტელემარკეტინგის გამოცდილი ოპერატორები უზრუნველყოფენ ლიდების გენერირებას, გადაარჩევენ ყველაზე მაღალხარისხიან ლიდებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ტელემარკეტინგის განხორციელებას.
ეს არის გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, არსებული მომხმარებელისთვის ავტომატურ რეჟიმში ლოიალური პაკეტების / სიახლეების შესახებ ხმოვანი და ტექსტური შეტყობინების მიწოდების დამატებითი საშუალება.