მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი (CSR)

  •  სამუშაოს განაკვეთი: სრული (ცვლაში მუშაობა)
  •  მდებარეობა: თბილისი
  •  გამოცდილება: არ მოითხოვება
  •  ანაზღაურება: 1 000 ₾

კომპანია K•Call  აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანია K•Call წარმოადგენს პირველ 24/7 აუთსორსინგულ ქონტაქტ ცენტრს საქართველოში. 

კომპანია „ქეი ქოლი“ საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს. დღეის მდგომარეობით ქეი ქოლი თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან და უწევს მათ სრული კონტაქტ ცენტრის მომსახურებას.

მოვალეობები: 

  • პარტნიორი კომპანიების არსებული პროდუქტის/მომსახურების შესწავლა;
  • შემოსული ზარების მიღება და კომპეტენტური პასუხის გაცემა;
  • ინფორმაციის მიწოდების/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება;
  • სოციალურ ქსელებში შემომავალ შეტყობინებაზე/კომენტარებზე პასუხის გაცემა;
  • CRM პროგრამაში ყველა კლიენტის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის ჩანიშვნა;
  • პოტენციურ/აქტიურ მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაცია, პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიზაცია;
  • აქტიურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი.

 აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა
  • გამართული მეტყველება
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 უნარ-ჩვევები: 

  • გუნდური მუშაობა;
  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველება და კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია საიტზე ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@kcall.ge.

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “CSR”