მომხმარებელზე ზრუნვა თითოეული მდგრადი ბიზნესისთვის აუცილებელი პროცესია. მომხმარებელთან ურთიერთობისას თითოეული დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია: ინფორმაციის მარტივად მიწოდება, რეაგირების მინიმალური დრო, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და თავდადება–ეს ის ფაქტორებია, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას, მომხმარებლის კმაყოფილებას და მათ დადებით შეფასებას პროდუქტისა თუ სერვისისადმი.
ბიზნესის ზრდისა და განვითარების გზა ძალიან მარტივია, რომელიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე გადის. ამ ყველაფერი ხელს უწყობს როგორც გაყიდვების ზრდას, ასევე ბიზნესის სამომავლო განვითარებას.
KCall-ს აქვს სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება. ის პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობისა და პროფესიონალი კადრების საშუალებით უფრო სწრაფი, სანდო, ეფექტური და ხარისხიანია. KCall კომპანიებს ეხმარება მომხარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურიბისაკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯის გადადგმაში.
ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ 24/7 სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ მომსახურებას მომხმარებელთან, რომელსაც მიაწვდიან დეტალურ, დროულ და სანდო ინფორმაციას. ინფორმაცია მიიღება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, რომლის საშუალებითაც თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. არხები მოიცავს: ელფოსტას, ონლაინ-ჩატს, SMS, სოციალურ მედიას და სხვა. პროფესიონალი კადრები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ენით კონტაქტს მომხმარებელთან, რაც კომუნიკაციას სრულად შეუფერხებელს გახდის.
ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკომუნიკაციო ქსელი მომხმარებელთან, რომლის საშუალებითაც მივიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, დავამუშავებთ, აღვნიშნავთ შესაბამის ველში და განვსაზღვრავთ მომსახურების თარიღს, დროს, ხელმისაწვდომობას. პროფესიონალი კადრები მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროების საშუალებით: ელფოსტა, ონლაინ-ჩატი, SMS, სოციალურ მედია და სხვა. ამავე არხების საშუალებით შეგვიძლია მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია მიწოდების დეტალებსა თუ სხვა ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.
ვირტუალური საოფისე სერვისი პოპულარულია სხვადასხვა სფეროს კომპანიებს შორის, რომლებსაც მატერიალური ან გეოგრაფიული ხასიათის სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ჰყავთ კვალიფიციური მენეჯერები ან ოპერატორები. ეს არის სერვისი, რომელიც მოიცავს ზარების მიღება-დამუშავებას, ფოსტის გადაგზავნას და სხვა მიმართულებებს.
ვირტუალური ოფისის მთავარი უპირატესობაა, რომ ფიზიკურად არსებობს თქვენი კომპანიის გარეთ, აუთსორსზე. თქვენ არ ფიქრობთ მათ სამუშაო პირობებზე, აღჭურვილობაზე. იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს სრულყოფილად ასრულებს.