ლიდების გენერირება და ახალი მომხმარებლის მოზიდვა ყოველთვის დიდ ხარჯებთანაა დაკაშირებული, თუმცა თუ ამ ყველაფერს KCall-ს მიანდობთ, ეს პროცესი ბევრად უფრო მარტივი, დაბალხარჯიანი და ეფექტური იქნება. ტელემარკეტინგული მომსახურების აუთსორსზე გატანა გეხმარებათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, რაც საბოლოოდ თქვენს გაყიდვების ზრდასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე დადებითად აისახება.
რთულია ერთდროულად კომპანიაში საკუთარი მოვალეობის შესრულება, ზარებზე პასუხი, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და გადამისამართება. ასევე, შემოსული ზარებისა და შეკვეთების დამუშავება დიდ დროს მოითხოვს, რაც უარყოფითად აისახება მომსახურების ხარისხზე. ამ ყველაფერს კი კომპანიის არაეფექტურობამდე მივყავართ. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება კი აუთსორსინგული ქოლ ცენტრი KCall-ია.
ჩვენი პროფესიონალი ოპერატორები დაგეხმარებიან სწორი მონაცემთა ბაზების შექმნაში. ამავე მომხმარებელთა ბაზაში „ცივი ზარები“–ს განხორციელებით მოვიპოვებთ მომხმარებლის ლოიალურობას და უფრო მეტად წავახალისებთ გამოიყენონ თქვენი პროდუქტი თუ სერვისი.
ჩვენი ქოლ ცენტრის საშუალებით, ოპერატორები მიიღებენ და დაამუშავებენ შემოსულ შეკვეთას ნებისმიერი საკომუნიკაციო არხიდან. იქნება ეს ზარი, სოციალური ქსელი თუ მესიჯი. საჭიროებისამებრ ჩვენი ოპერატორები უზრუნველყოფენ სწორი, დამატებითი ინფორმაციის/რჩევების მიწოდებას მომხმარებლისადმი პროდუქტისა და სერვისის შესახებ. ასევე ისინი აკონტროლებენ მიტანის სერვისის პროცესს და ამის შესახებ მომხმარებელს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას.
ჩვენი ქოლ ცენტრის საშუალებით შესაძლებელია თქვენი მომსახურების დაჯავშნა და დამუშავება, რაც გულისხმობს მომხმარებლის ჯავშნის ჩანიშვნას, მათთან მუდმივ კონტაქტს და საჭიროებისამებრ ჯავშნის გადატანა/გაუქმებას.
შემომავალი ზარის საშუალებით გაყიდვების ზრდა მსოფლიოში უკვე კარგად გავრცელებული პრაქტიკაა, რაც გულისხმობს შემომავალი ზარების დროს მომხმარებლისთვის მათთვის სასურველი მსგავსი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებას, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობას და ამ მომსახურების შედეგად თქვენი კომპანიის პროდუქტის/სერვისის გაყიდვების ზრდას.
სრულყოფილი სერვისისათვის ჩვენი ოპერატორები მომხმარებელთან ურთიერთობას წარმართავენ სოციალური მედიის საშუალებითაც, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის კომპანიის სოციალური გვერდებიდან პირად შეტყობინებაში და კომენტარებში ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.