მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი CSR

  •  მდებარეობა: თბილისი
  •  გამოცდილება: არ მოითხოვება
  •  ანაზღაურება: 1,200 ₾

ვაკანსია: მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი (ქართული–რუსული ენოვანი)

 

K•Call — პირველი 24/7 აუთსორსინგული ქონტაქტ ცენტრი საქართველოში.

კომპანია ოპერირებს 2016 წლიდან და თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს მრავალენოვან მომხმარებელთა მხარდაჭერას, ციფრულ არხებზე კომუნიკაციის მართვას და ბიზნესებისთვის სრულფასოვან BPO გადაწყვეტილებებს.

ძირითადი მოვალეობები

  • პარტნიორი კომპანიების პროდუქტისა და მომსახურების შესწავლა;
  • შემოსული ზარების მიღება და კვალიფიციური კონსულტაციის მიწოდება ქართულ და რუსულ ენებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
  • სოციალური ქსელებიდან შემოსული შეტყობინებებისა და კომენტარების დამუშავება;
  • CRM სისტემაში მომხმარებელთა შემთხვევების დაფიქსირება და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება, მომსახურების შეთავაზება და პოზიტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

საჭირო ცოდნა და უნარები

  • რუსული და ქართული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო მოთხოვნა;
  • გამართული და პროფესიული კომუნიკაცია ორივე ენაზე;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი ადაპტაციისა და სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციასთან ეფექტური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47
  • გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში (ცვლებში, მათ შორის შაბათ-კვირის ჩათვლით)
  • ცვლის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი შესვენება (განაწილებული ცვლის განმავლობაში)
  • ღამის ცვლა: კვირაში 1 ღამის ცვლა

K•Call უზრუნველყოფს სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლებს ეძლევათ პროფესიული ზრდისა და ახალი უნარების განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ან გამოგზავნონ რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@kcall.ge
ელფოსტის სათაურში უნდა იყოს მითითებული პოზიციის დასახელება: CSR – Ge/Ru

შეიტყვეთ მეტი ჩვენ შესახებ:

Follow us — stay connected with Georgia’s first 24/7 outsourced contact center.