მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი (CSR)

  •  სამუშაოს განაკვეთი: სრული (ცვლაში მუშაობა) / ნახევარი განაკვეთი
  •  მდებარეობა: თბილისი
  •  გამოცდილება: არ მოითხოვება
  •  ანაზღაურება: 1,200 ₾

მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი (CSR)

 

K•Call — პირველი 24/7 აუთსორს კონტაქტ ცენტრი საქართველოში

 

🚀 ვინ ვართ ჩვენ?

K•Call არის საქართველოში პირველი 24/7 აუთსორს კონტაქტ ცენტრი, რომელიც თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან სხვადასხვა ინდუსტრიაში — ფინანსები, ავიაცია, ჯანდაცვა, რითეილი, ტექნოლოგიები და სხვა.

ჩვენ ვმართავთ მომხმარებელთან კომუნიკაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში:

  • 📞 სატელეფონო ზარები
  • 💬 ჩატი და სოციალური ქსელები
  • 📧 ელფოსტა
  • 🌍 მრავალენოვანი მხარდაჭერა

აქ შენ არ იქნები უბრალოდ ოპერატორი — შენ იქნები ბრენდის ხმა მომხმარებელთან.

 

🎯 ძირითადი მოვალეობები

  • პარტნიორი კომპანიების პროდუქტისა და მომსახურების შესწავლა
  • შემოსული ზარების მიღება და კვალიფიციური კონსულტაციის მიწოდება
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
  • სოციალური ქსელებიდან შეტყობინებებისა და კომენტარების დამუშავება
  • CRM სისტემაში მომხმარებელთა შემთხვევების დაფიქსირება
  • მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების შეთავაზება
  • მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება

 

🌍 ენობრივი მოთხოვნა

  • ქართული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო
  • ინგლისური ან/და რუსული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო
  • დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

🧠 საჭირო ცოდნა და უნარები

  • პროფესიული და გამართული კომუნიკაცია
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა

 

🕒 სამუშაო პირობები

📍 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47

🗓 5 სამუშაო დღე კვირაში (ცვლებში, მათ შორის შაბათ-კვირა)

⏳ 8 საათიანი ცვლა + 1 საათი შესვენება

🌙 კვირაში 1 ღამის ცვლა

 

🌱 რას გაძლევს K•Call?

  • პროფესიული განვითარების მუდმივი შესაძლებლობა
  • საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა
  • თანამედროვე სამუშაო გარემო
  • გუნდური კულტურა, სადაც შენს აზრს მნიშვნელობა აქვს
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა (Team Lead / QA / Project მიმართულებით)

 

🎯 მზად ხარ კარიერული ნაბიჯისთვის?

დატოვე განაცხადი ჩვენს ვებგვერდზე ან გამოაგზავნე CV:

hr@kcall.ge

Subject: CSR