K•Call

მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი (CSR)

ოპერაციები
სრული განაკვეთი
თბილისი
საწყისი ანაზღაურება: 1,500 ლარი NET + KPI ბონუსი 200 ლარამდე

პოზიციის შესახებ

K•Call არის პირველი 24/7 აუთსორს კონტაქტ ცენტრი საქართველოში. ჩვენ ვემსახურებით სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებს და ვმართავთ მომხმარებელთან კომუნიკაციას ტელეფონით, ჩატით, ელფოსტითა და სოციალური არხებით.

მოვალეობები

  1. 1უპასუხებ მომხმარებლების შემომავალ ზარებსა და/ან წერილობით მომართვებს კონკრეტული პროექტის მიხედვით
  2. 2მიაწვდი ზუსტ ინფორმაციას დამტკიცებული ცოდნის ბაზისა და პროცედურების შესაბამისად
  3. 3დააფიქსირებ მოთხოვნებს შესაბამის სისტემაში
  4. 4პრობლემურ შემთხვევებს გადასცემ პასუხისმგებელ გუნდს შეთანხმებული წესით
  5. 5დაიცავ მომსახურების სტანდარტებს, სკრიპტებსა და SLA/KPI მოთხოვნებს
  6. 6მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებსა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესში

მოთხოვნები

  • გამართული ქართული ენა — წერილობით და ზეპირად
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე — სავალდებულო
  • მკაფიო და თავაზიანი კომუნიკაცია
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები
  • პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ
  • ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა პროექტის გრაფიკის შესაბამისად
  • სასურველია: Customer Service / Contact Center / Sales გამოცდილება
  • სასურველია: ინგლისური და რუსული ენების ერთდროულად ცოდნა
  • სასურველია: CRM, Helpdesk ან სხვა საოპერაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ

  • საწყისი NET ანაზღაურება 1,500 ლარი
  • KPI ბონუსი 200 ლარამდე
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • სხვადასხვა ბიზნეს-პროექტზე მუშაობის გამოცდილება
  • მკაფიო სამუშაო სტანდარტები და მუდმივი მხარდაჭერა
განაცხადის შევსება
დარეკვამიიღეთ ინდივიდუალური შეთავაზება