Human Customer Care
მომხმარებელთა მომსახურება
თქვენი ბრენდის სახელით — პროფესიონალური, თანმიმდევრული და გაზომვადი მომსახურება.
K•Call-ის ოპერატორები მართავენ მომხმარებელთა შემომავალ კომუნიკაციას შეთანხმებული ცოდნის ბაზის, სკრიპტების, tone of voice-ისა და SLA/KPI-ის შესაბამისად. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს ტელეფონს, ჩატს, ელფოსტას, სოციალურ ქსელებსა და სხვა შეთანხმებულ არხებს.
რას ვმართავთ
- ზოგადი ინფორმაციის მიწოდება და FAQ
- პროდუქტის ან მომსახურების შერჩევაში დახმარება
- შეკვეთის, ჯავშნის ან ვიზიტის მოთხოვნების დამუშავება
- განაცხადის ან შეკვეთის სტატუსთან დაკავშირებული კომუნიკაცია, თუ შესაბამის მონაცემებზე წვდომა არსებობს
- საჩივრები და პრობლემური შემთხვევები
- ესკალაციები პასუხისმგებელ გუნდებთან
- უკუკავშირი და მომხმარებლის შეფასება
- პარტნიორების ან შიდა თანამშრომლების მხარდაჭერა, პროექტის საჭიროების მიხედვით
მრავალარხიანი მომსახურება
ერთი და იგივე მომსახურების სტანდარტი შეიძლება გავრცელდეს ტელეფონზე, ვებჩატზე, აპლიკაციის ჩატზე, Facebook/Instagram შეტყობინებებზე, კომენტარებსა და ელფოსტაზე.
ეს ბლოკი აღწერს Human ოპერაციებს. AI Voice Agent-ის მიმდინარე მომსახურება სატელეფონო არხზე მუშაობს.
ხარისხის მართვა
K•Call მართავს ოპერატორთა ტრენინგს, ცოდნის ბაზას, სკრიპტებს, QA პროცესს და უკუკავშირს. მომსახურების სამიზნე მაჩვენებლები პროექტის დაწყებამდე განისაზღვრება და რეგულარულად კონტროლდება.
იხილეთ მეტი
სხვა სერვისები
მზად ხართ მომხმარებელთან კომუნიკაცია უფრო ეფექტიანად მართოთ?
მოგვიყევით თქვენი პროცესის, არხების, დატვირთვისა და მიზნების შესახებ. K•Call შეაფასებს საჭიროებას და შემოგთავაზებთ შესაბამის მოდელს.